მთავარ შინაარსზე გადასვლა
გამოყენების წესებიკონფიდენციალურობასაავტორო უფლებები და კონტაქტი

გამოყენების წესები

ბოლო განახლება: 8 ოქტომბერი 2026

ეს წესები ეხება CineFlow-ს — ვებსაიტს ფილმებისა და სერიალების საყურებლად. საიტით სარგებლობით ეთანხმები ქვემოთ მოცემულ წესებს. თუ არ ეთანხმები, გთხოვ, საიტით ნუ ისარგებლებ.

შინაარსი

  1. მომსახურება
  2. ანგარიში
  3. რისი გაკეთება არ შეიძლება
  4. შენი მიმოხილვები და კომენტარები
  5. საავტორო უფლებები
  6. მესამე მხარის სერვისები
  7. პასუხისმგებლობა
  8. ცვლილებები და კონტაქტი

მომსახურება

CineFlow გთავაზობს ფილმებისა და სერიალების ყურებას, კატალოგს, სიებს, შეფასებებს და მიმოხილვებს. მომსახურება უფასოა.

საიტზე განთავსებული ვიდეოები არის ჩვენი საკუთარი, ლიცენზირებული ან საზოგადოებრივ საკუთრებაში (public domain) არსებული მასალა. თუ ფიქრობ, რომ რომელიმე მასალა შენს უფლებებს არღვევს, მოგვწერე: საავტორო უფლებები და კონტაქტი.

ფილმების აღწერები, სურათები და სხვა მონაცემები მოდის TMDB-დან, ქართული სახელები ნაწილობრივ — ვიკიმონაცემებიდან. ზოგი აღწერა ავტომატურად (მანქანით) ითარგმნა და გვერდზე ასეა აღნიშნული.

მომსახურება შეიძლება შეიცვალოს, დროებით შეჩერდეს ან შეწყდეს.

ანგარიში

ზოგი ფუნქცია (სანახავი სია, ისტორია, შეფასება, კომენტარი) ანგარიშს მოითხოვს. ანგარიშს ქმნი ელფოსტით ან Google-ით.

  • შენ პასუხისმგებელი ხარ ანგარიშის უსაფრთხოებაზე — პაროლი არავის გაუზიარო;
  • თუ 16 წლამდე ხარ, ანგარიში მშობლის ან მეურვის ნებართვით შექმენი;
  • ანგარიშის წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლია: პროფილი → „ანგარიშის წაშლა“.

რისი გაკეთება არ შეიძლება

  • ვიდეოების ჩამოტვირთვა, კოპირება, ხელახლა გავრცელება ან სხვა საიტზე ჩასმა უფლების გარეშე;
  • საიტის დაცვის გვერდის ავლა, ავტომატური მასობრივი ჩამოტვირთვა (scraping) ან სერვერის განზრახ გადატვირთვა;
  • სხვისი ანგარიშით სარგებლობა ან სხვად თავის გასაღება;
  • შეურაცხმყოფელი, მუქარის, დისკრიმინაციული ან უკანონო შეტყობინება, სპამი და რეკლამა.

შენი მიმოხილვები და კომენტარები

რასაც წერ (შეფასება, მიმოხილვა, კომენტარი), შენია. გამოქვეყნებით CineFlow-ს აძლევ უფლებას, ის საიტზე აჩვენოს, სანამ თავად არ წაშლი.

წესების დამრღვევ შეტყობინებას შეიძლება დავმალოთ ან წავშალოთ, განმეორებითი დარღვევისას კი ანგარიში დავბლოკოთ. შეურაცხმყოფელი შეტყობინება შეგიძლია გაგვიგზავნო საჩივრის ღილაკით.

საავტორო უფლებები

ვიდეოები, სურათები და ტექსტები მათი ავტორების საკუთრებაა. საავტორო უფლების დარღვევის შესახებ შეტყობინება გამოგვიგზავნე ფორმით: საავტორო უფლებები და კონტაქტი. დადასტურებულ შემთხვევაში მასალას დაუყოვნებლივ ვხსნით.

მესამე მხარის სერვისები

ფილმების მონაცემები: TMDB. This product uses the TMDB API but is not endorsed or certified by TMDB.

ზოგი ვიდეო ჩართულია გარე სერვისიდან (მაგ. Google Drive, YouTube, Internet Archive) — მის დაკვრაზე ამ სერვისის წესებიც ვრცელდება.

პასუხისმგებლობა

საიტი მოწოდებულია „როგორც არის“. ვცდილობთ, ყველაფერი გამართულად მუშაობდეს, მაგრამ ვერ გპირდებით უწყვეტ მუშაობას, ყველა ვიდეოს ხელმისაწვდომობას ან ინფორმაციის სრულ სიზუსტეს. კანონით დაშვებულ ფარგლებში CineFlow არ აგებს პასუხს არაპირდაპირ ზიანზე, რომელიც საიტით სარგებლობას შეიძლება მოჰყვეს.

ცვლილებები და კონტაქტი

წესები შეიძლება განახლდეს; ბოლო განახლების თარიღი ზემოთ წერია. მნიშვნელოვან ცვლილებას საიტზე გამოვაცხადებთ. კითხვისთვის: საავტორო უფლებები და კონტაქტი.