კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 8 ოქტომბერი 2026
ეს პოლიტიკა აგიხსნის, რა მონაცემებს ინახავს CineFlow, რისთვის იყენებს და რა უფლებები გაქვს. რეკლამას არ ვაჩვენებთ და მონაცემებს არ ვყიდით.
რა მონაცემებს ვინახავთ
- ანგარიში: ელფოსტა, სახელი, მომხმარებლის სახელი, პროფილის სურათი (Google-ით შესვლისას — Google-ის ანგარიშიდან), ენა და პარამეტრები. პაროლს ინახავს ავტორიზაციის სერვისი დაშიფრული სახით — ჩვენ მას ვერ ვხედავთ;
- ბიბლიოთეკა: სანახავი სია, რჩეულები, სიები, შეფასებები, მიმოხილვები, კომენტარები, მოწონებები, ვის ადევნებ თვალს, საჩივრები;
- ყურება: სად გაჩერდი (პროგრესი), ბოლოს ნანახი, შეტყობინებები;
- სტატისტიკა: გვერდის ნახვა, დაწკაპუნება, დაკვრის დაწყება და დასრულება — ტრენდულისა და რეკომენდაციებისთვის. შესულ მომხმარებელთან ეს ანგარიშს უკავშირდება, სტუმართან — შემთხვევით კოდს, რომელიც ჩანართის დახურვისას იშლება;
- „ახლა უყურებენ“: დაკვრისას ყოველ წუთში ანონიმური სიგნალი იგზავნება. მოთხოვნების ლიმიტისთვის IP მისამართი ინახება მხოლოდ შეუქცევადი კოდის (ჰეშის) სახით და მოკლე ვადით;
- ბრაუზერში (localStorage / sessionStorage): შესვლის სესია, ენა, ხმის დონე, სუბტიტრებისა და სიჩქარის პარამეტრები. სარეკლამო ან თვალთვალის ქუქი-ფაილებს არ ვიყენებთ;
- ფორმით გამოგზავნილი მოთხოვნა: სახელი, ელფოსტა და შეტყობინება.
რისთვის ვიყენებთ
- მომსახურების მისაწოდებლად: შესვლა, სიები, „განაგრძე ყურება“, შეტყობინებები;
- რეკომენდაციებისა და ტრენდულისთვის;
- უსაფრთხოებისთვის: მოთხოვნების ლიმიტი, ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება, მოდერაცია;
- შენს მოთხოვნაზე ან საჩივარზე საპასუხოდ.
მონაცემებს რეკლამისთვის არ ვიყენებთ.
ვის ვუზიარებთ
მხოლოდ იმ სერვისებს, რომლებიც საიტის მუშაობისთვისაა საჭირო:
- Supabase — მონაცემთა ბაზა და ავტორიზაცია;
- Vercel — ჰოსტინგი;
- Google — შესვლა Google-ით (თუ ამას აირჩევ) და შრიფტები (Google Fonts: ბრაუზერი შრიფტს Google-ის სერვერიდან ტვირთავს);
- TMDB — ფილმების სურათები იტვირთება image.tmdb.org-იდან;
- ვიდეოს სერვისები (მაგ. Google Drive, YouTube, Internet Archive) — ვიდეოს ჩართვისას ბრაუზერი პირდაპირ მათ უკავშირდება და მათი წესები მოქმედებს;
- Google Gemini — ფილმების საჯარო აღწერების ავტომატური თარგმანისთვის. შენი პერსონალური მონაცემები იქ არ იგზავნება.
მონაცემებს არ ვყიდით. კანონით მოთხოვნილ შემთხვევაში შეიძლება გადავცეთ უფლებამოსილ ორგანოს.
შენახვის ვადა
- ანგარიშის მონაცემები — სანამ ანგარიში არსებობს. წაშლისას სამუდამოდ იშლება ყველაფერი: სიები, ისტორია, შეფასებები, მიმოხილვები, კომენტარები;
- სტატისტიკა ანგარიშის წაშლის შემდეგ ანონიმური ხდება — შენს ანგარიშს აღარ უკავშირდება;
- ფორმით გამოგზავნილი მოთხოვნა — საქმის დასრულებიდან 2 წელი, შემდეგ ავტომატურად იშლება;
- IP-ის ჰეშები (ლიმიტები) — რამდენიმე წუთიდან ერთ საათამდე.
შენი უფლებები
ნებისმიერ დროს შეგიძლია:
- ჩამოტვირთო შენი ყველა მონაცემი: პროფილი → „ჩემი მონაცემების ჩამოტვირთვა“;
- შეასწორო პროფილი და პარამეტრები;
- წაშალო ანგარიში: პროფილი → „ანგარიშის წაშლა“;
- გამოგვიგზავნო მოთხოვნა ან საჩივარი ფორმით.
თუ ფიქრობ, რომ შენი მონაცემები არასწორად მუშავდება, შეგიძლია მიმართო საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან შენი ქვეყნის შესაბამის ორგანოს.
უსაფრთხოება
კავშირი დაშიფრულია (HTTPS); ბაზაში ყოველი მომხმარებელი მხოლოდ საკუთარ პირად მონაცემებს ხედავს; ადმინისტრატორის წვდომა შეზღუდულია და ცვლილებები ჟურნალში იწერება. სრულ უსაფრთხოებას ვერცერთი სერვისი ვერ იძლევა — თუ რამე საეჭვოს შეამჩნევ, მოგვწერე.
ბავშვები
16 წლამდე პირს ანგარიში მხოლოდ მშობლის ან მეურვის თანხმობით შეუძლია. თუ ფიქრობ, რომ ბავშვმა თანხმობის გარეშე შექმნა ანგარიში, მოგვწერე და წავშლით.
ცვლილებები
პოლიტიკა შეიძლება განახლდეს; ბოლო განახლების თარიღი ზემოთ წერია. მნიშვნელოვან ცვლილებას საიტზე გამოვაცხადებთ.